ისტორია

2022
დაიწყო სერია „NONFICTION”

დაიწყო სერია „NONFICTION”

სერია „NONFICTION“, როგორც სახელწოდებიდან ჩანს, არამხატვრულ ლიტერატურას აერთიანებს. სწორედ ეს მიმართულება იქნება გამომცემლობის ახალი პრიორიტეტი.

2022
„ბნელ წყლებში“ – „საბას“ წლის საუკეთესო რომანი

„ბნელ წყლებში“ – „საბას“ წლის საუკეთესო რომანი

„ბნელ წყლებში“, ირმა ტაველიძის პირველი რომანი, 2022 წლის სააუკეთესო რომანად დასახელდა „საბას“ მე-20 დაჯილდოებაზე.

2018
პირველი საერთაშორისო „პენმარათონი“

პირველი საერთაშორისო „პენმარათონი“

პირველი საერთაშორისო, ქართულ-გერმანული „პენმარათონი“ 20-21 ივნისს კახეთში, სასტუმრო კომპლექს „მაროშენში“ ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობდა 23 ქართველი და გერმანულენოვანი კონკურსანტი. წლევანდელი პენმარათონის საკონკურსო თემა იყო ფრაზა-ეპიგრაფი „ჰამლეტიდან“: "სიცრუის ჩანგლით შენ დაიჭერ სიმართლის თევზსა".

2017
„რუკები“ - საბავშვო არამხატვრული წიგნის საუკეთესო ნიმუში

„რუკები“ - საბავშვო არამხატვრული წიგნის საუკეთესო ნიმუში

ალექსანდრა და დანიელ მიზელინსკების „რუკები“ საერთაშორისო ბესტსელერი და ყველაზე პოპულარული საბავშვო შემეცნებითი წიგნია უნიკალური ილუსტრაციებით, რომელიც 2017 წელს გამოიცა კომპანია ჯეოსელის და პოლონეთის წიგნის ინსტიტუტის მხარდაჭერით.

2016
დაიწყო სერია „ET CETERA“

დაიწყო სერია „ET CETERA“

გამომცემლობა „დიოგენეს“ სერია ET CETERA, ძირითადად, ჟანრული ლიტერატურისა და არამხატვრული ნიმუშებს აერთიანებს. ჩვენი ბესტსელერების განახლებულ გამოცემებთან ერთად, ამ სერიაში ქართველი და უცხოელი ავტორების ახალი წიგნები შედის.

2016
„ოქროს ტაძარი“ - პირველი წიგნი, რომელიც იაპონური ენიდან ითარგმნა

„ოქროს ტაძარი“ - პირველი წიგნი, რომელიც იაპონური ენიდან ითარგმნა

XX საუკუნის ყველაზე ცნობილი იაპონური რომანი, იუკიო მიშიმას „ოქროს ტაძარის“ გამოცემისას, „დიოგენეს ბიბლიოთეკის“ პრინციპი არ დაგვირღვევია - წიგნი ორიგინალი ენიდან, იაპონურიდან ითარგმნა.

2014
ილიაუნის პრემია - ზაზა ჭილაძე „დროშები მტვერში“

ილიაუნის პრემია - ზაზა ჭილაძე „დროშები მტვერში“

ილიას უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემიის ფარგლებში, ყოველ 5 წელიწადში ერთხელ პრემია გაიცემა უცხოენოვანი რომანის საუკეთესო ქართული თარგმანისთვის. 2014 წელს პრემია გადაეცა ზაზა ჭილაძეს უილიამ ფოლკნერის წიგნისთვის „დროშები მტვერში“.

2013
„აქ და ახლა“ - წიგნი, რომელიც ორიგინალზე ადრე გამოიცა

„აქ და ახლა“ - წიგნი, რომელიც ორიგინალზე ადრე გამოიცა

პირველად საქართველოს ისტორიაში, ქართულად თარგმნილი წიგნი უფრო ადრე გამოიცა, ვიდრე დედანი, საიდანაც წიგნი ითარგმნა. თანამედროვეობის ორი გამორჩეული რომანისტის, პოლ ოსტერისა და ჯონ მაქსველ კუტზეეს 2008–2011 წლების მიმოწერის გამოცემის თარიღად ოფიციალურად 2013 წლის 7 მარტი იყო გამოცხადებული, ხოლო ქართულად წიგნი უკვე თებერვლის დასაწყისში გამოიცა.

2012
დაიწყო სერია „ამერიკელები“

დაიწყო სერია „ამერიკელები“

გამომცემლობა „დიოგენეს“ სერია „ამერიკელები“ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრისა და ოცდამეერთე საუკუნის ამერიკული ლიტერატურის 20 მნიშვნელოვან ტექსტს აერთიანებს. ეს არის წიგნები, რომელთა გარეშე ძნელი წარმოსადგენია თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურა. სერიის ყველა წიგნი ქართულად პირველად გამოიცემა.

2012
დაიწყო სერია „დიოგენეს ბიბლიოთეკა“

დაიწყო სერია „დიოგენეს ბიბლიოთეკა“

ამ სერიაში გაერთიანებულია მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურა. „დიოგენეს ბიბლიოთეკის“ ავტორთა და ნაწარმოებთა დიდი ნაწილი პირველად გამოიცემა ქართულ ენაზე. სერიაში ბევრ ისეთ წიგნს შეხვდებით, რომლებსაც კრიტიკოსები აღმატებითი ეპითეტებით ახასიათებენ.

2011
გაიხსნა „დიოგენეს“ წიგნის მაღაზია

გაიხსნა „დიოგენეს“ წიგნის მაღაზია

წიგნის მაღაზია „დიოგენე“ 2011 წლის მაისში აფაქიძის 9 ნომერში გაიხსნა. წიგნის მაღაზია სალონური ტიპის იყო და გამოირჩეოდა როგორც საკუთარი ორიგინალური კონცეფციით, ასევე დიზაინით და მალევე იქცა თბილისის ქალაქის კულტურული ცხოვრების ნაწილად. აქ ყოველკვირეულად იმართებოდა პრეზენტაციები, ფილმების ჩვენებები, მუსიკალური საღამოები თუ სხვა საინტერესო ღონისძიებები.

2010
ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის კონკურსი ახალგაზრდა მთარგმნელთათვის

ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის კონკურსი ახალგაზრდა მთარგმნელთათვის

ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის კონკურსი ახალგაზრდა მთარგმნელთათვის 2010 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. კონკურსმა არაერთი ახალგაზრდა, ნიჭიერი და მონდომებული მთარგმნელი აღმოაჩინა.

2008
პირველი პრემია „გალა“

პირველი პრემია „გალა“

ჩვენი გამომცემლობისთვის პრემია „გალა“ პირველად 2008 წელს მიიღო მაია ბადრიძემ რობერტ მუზილის წიგნისთვის „უთვისებო კაცი“.

2004
პირველი პრემია „საბა“

პირველი პრემია „საბა“

„დიოგენეს“ ავტორები თუ მთარგმნელები არაერთხელ ყოფილან ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ლიტერატურული პრემიის „საბას“ ლაურეატები.

2002
გამოიცა ასტრიდ ლინდგრენის პირველი ლეგალური წიგნი ქართულ ენაზე - „ყაჩაღის ასული რონია“

გამოიცა ასტრიდ ლინდგრენის პირველი ლეგალური წიგნი ქართულ ენაზე - „ყაჩაღის ასული რონია“

წლების მანძილზე „პეპი გრძელწინდა“ და „სახურავის ბინადარი კარლსონი“ მუდმივად იკავებდა ადგილს როგორც „დიოგენეს“, ისე წიგნის მაღაზიების ბესტსელერებში.

2002
პირველი „პენმარათონი“

პირველი „პენმარათონი“

„პენმარათონი“ ორიგინალური ფორმატის ლიტერატურული კონკურსია. მისი არსი ისაა, რომ მონაწილეებმა გარესამყაროსგან იზოლირებულად, შეზღუდული დროის განმავლობაში უნდა დაწერონ მხატვრული პროზის ნიმუში ჟიურის მიერ განსაზღვრული ამოცანის შესაბამისად. პირველი „პენმარათონი“ 2002 წელს გაიმართა.

1995
დაარსდა გამომცემლობა „დიოგენე“

დაარსდა გამომცემლობა „დიოგენე“

1995 წლის 24 ოქტომბერს „დიოგენე“ დააფუძნა ოთხმა ადამიანმა: თამარ ლებანიძემ, ოთარ ყარალაშვილმა, გია ქარჩხაძემ და ბაკურ სულაკაურმა.