წესები და პირობები
გაგაცნობთ ვებგვერდით სარგებლობის ინსტრუქციას, იმ წესებსა და პირობებს, რომლებიც ყველა ვიზიტორზე ვრცელდება. აგიხსნით, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიცავთ და გავცემთ ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ თქვენ მიერ ჩვენი ვებგვერდის გამოყენების შედეგად.
გთხოვთ, ყველაფერი ყურადღებით წაიკითხოთ.
1. კომუნიკაცია
diogene.ge-ის ვებგვერდით სარგებლობისას თქვენ თანხმობას აცხადებთ ჩვენგან სხვადასხვა ინფორმაციის, მარკეტინგული თუ სარეკლამო მასალების მიღებაზე. თქვენ შეგიძლიათ, უარი თქვათ ამ ინფორმაციის მიღებაზე, თუ ელფოსტის მისამართზე sales@diogene.ge სათანადო შეტყობინებას გამოგვიგზავნით.
2. პროდუქტის/მომსახურების შეძენა
ჩვენს ონლაინ მაღაზიაში პროდუქტისა თუ მომსახურების შეძენისას შეიძლება საჭირო გახდეს თქვენი მხრიდან ჩვენთვის გარკვეული ინფორმაციის მოწოდება (მაგალითად, თქვენი საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომერი, ბარათის ვადის გასვლის თარიღი, თქვენი რეგისტრაციის მისამართი და ა.შ.).
თქვენ უნდა მოგვცეთ გარანტია, რომ გაქვთ ბარათის ან გადახდის სხვა მეთოდის გამოყენების იურიდიული უფლება და თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის სწორი და სრულყოფილი.
ჩვენი ვებგვერდით სარგებლობისას შეიძლება საჭირო გახდეს მესამე მხარის მომსახურება. თქვენი მონაცემების მოწოდებით თქვენ გვაძლევთ უფლებას, კონფიდენციალურობის დაცვით გადავცეთ ეს ინფორმაცია მესამე მხარეს.
შესაძლებელია, ჩვენ გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა რაიმე მიზეზით, მაგალითად, პროდუქტის ან მომსახურების ხელმიუწვდომლობის, პროდუქტის/მომსახურების აღწერილობაში ან თქვენს შეკვეთაში შეცდომების გამო. გარდა ამისა, ვიტოვებთ უფლებას, უარი ვთქვათ შეკვეთის შესრულებაზე, თუკი თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციის ეჭვი გაჩნდა.
3. მიწოდების პოლიტიკა
ჩვენი წესები და პირობები ვრცელდება ყველა იმ შეკვეთასა და მიწოდებაზე, რომელიც განხორციელდება ,,დიოგენეს'' და მომხმარებელს შორის საიტზე www.diogene.ge
პროდუქციის მიწოდება ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით:
– თბილისში შეძენისას 2-3 სამუშაო დღეში; საკურიერო მომსახურების ღირებულება 3 კგ-მდე შეადგენს 5,50 ლარს.
– რეგიონებში 3-5 სამუშაო დღე რეგიონის მიხედვით; საკურიერო მომსახურების საფასური 3 კგ-მდე 7 ლარს.
,,გამომცემლობა დიოგენე'' იღებს ვალდებულობას მიწოდება მოახდინოს შეკვეთისას მითითებულ მისამართზე. პროდუქტის ჩაბარება შეუძლია ნებისმიერ პირს,რომელიც იქნება მითითებულ მისამართზე. მისამართზე პროდუქტის ჩაბარება ხორციელდება შეკვეთის უნიკალური კოდის საფუძველზე, შესაბამისად პროდუქტის მიმღები ვალდებულია www.diogene.ge-ს ავტორიზებულ პირს წარუდგინოს შეკვეთის უნიკალური კოდი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. კურიერი დაგიკავშირდებათ წინასწარ და შეგითანხმებთ დეტალებს.
გაითვალისწინეთ, რომ შეკვეთაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე, კურიერს არ აქვს წინასწარ დაკავშირების ვალდებულება. შესაბისად, შეკვეთისას უნდა მიუთითო ის მისამართი, სადაც კურიერი აუცილებლად შეძლებს ამანათის ჩაბარებას, წინასწარი შეთანხმების გარეშე.
საკურიერო მომსახურების შედეგად გზავნილის მიმღებთან ჩაუბარებლობის შემთხვევაში გამგზავნს ( ,,გამომცემლობა დიოგენეს'')
გზავნილი შესაბამისი შენახვის დღეების ამოწურვის შემდგომ დაუბრუნდება.
4. შეკვეთის გაუქმება /თანხის დაბრუნება
შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია შეკვეთის განთავსებიდან 24 საათში. ამისათვის აუცილებელია დაგვიკავშირდეთ ჩვენს ელ. ფოსტაზე, ან ფეისბუქ გვერდზე. თანხა დაგიბრუნდებათ შეკვეთის გაუქმებიდან 5 დღის განმავლობაში.
5. შინაარსი/მასალა
ვიზუალური და ტექსტური მასალა ჩვენს ვებგვერდზე ან დიოგენეს საკუთრებაა, ან გამოყენებულია სათანადო ნებართვით. თქვენ გეკრძალებათ ამ მასალის სრულად ან ნაწილობრივ გამოყენება პირადი კომერციული მიზნით, წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
6. სარგებლობა
ჩვენი მომსახურების გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ კანონიერი მიზნით და შესაბამისი პირობებით.
7. მონიტორინგი/ანალიზი
ჩვენი ვებგვერდის მუშაობის მონიტორინგისა და ანალიზისთვის შეიძლება გამოვიყენოთ მესამე მხარის მომსახურება.
8. თქვენი ანგარიში
ჩვენს ვებგვერდზე ანგარიშის შექმნით თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ზუსტი, სრულყოფილი და აქტუალურია. მცდარმა, არასრულმა ან მოძველებულმა ინფორმაციამ შეიძლება თქვენი ანგარიშის გაუქმება გამოიწვიოს.
თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი ანგარიშისა და პაროლის კონფიდენციალურობის შენარჩუნებაზე. უსაფრთხოების დარღვევისა თუ თქვენი ანგარიშის უნებართვოდ გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა გვაცნობოთ.
9. მომსახურების შეჩერება/შეწყვეტა
ვიტოვებთ უფლებას, შევაჩეროთ მომსახურება ან შეგიზღუდოთ ვებგვერდზე წვდომა რაიმე მიზეზით, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ჩვენი შეხედულებისამებრ და არა მხოლოდ ჩამოთვლილი პირობების დარღვევის შემთხვევაში.
10. მარეგულირებელი კანონი
წესები და პირობები რეგულირდება და ინტერპრეტირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ჩვენ მიერ რაიმე პირობის ან დებულების შეუსრულებლობა არ უნდა ჩაითვალოს ამ უფლების/დებულების უგულებელყოფად. თუ რომელიმე პირობა/დებულება სასამართლომ ბათილად ან კანონიერი ძალის არმქონედ მიიჩნია, დანარჩენი დებულებები მაინც მოქმედად რჩება.
11. ცვლილებები
ვიტოვებთ უფლებას, შევცვალოთ მომსახურების წესები/პირობები და გარკვეულ დროს შევუზღუდოთ მომსახურებაზე წვდომა ახალ ან უკვე რეგისტრირებულ მომხმარებლებს.
12. დასტური/თანხმობა
ჩვენი ონლაინ მაღაზიით ან ჩვენ მიერ მოწოდებული სხვა სერვისით სარგებლობისას თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ზემოჩამოთვლილ წესებსა და პირობებს და ეთანხმებით მათ.
13. დაგვიკავშირდით
გთხოვთ, თქვენი შეკითხვები, კომენტარები, ტექნიკური დახმარების მოთხოვნა გამოგვიზავნოთ ელფოსტის მისამართზე sales@diogene.ge
იმედია, ჩვენი მომსახურებით კმაყოფილი დარჩებით. გმადლობთ და წარმატებას გისურვებთ!
შპს ,,დიოგენე''
ს/კ 402131769