კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ქვემოთ მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკის თანახმად, ფუნქციონირებს ვებგვერდი (www.diogene.ge), რომელიც გიწევთ მომსახურებას.
ეს გვერდი გამოიყენება იმისათვის, რათა ვებგვერდის მომხმარებელი გაეცნოს ჩვენს პოლიტიკას პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან, გამოყენებასთან და გამჟღავნებასთან დაკავშირებით.
თუ თქვენ ჩვენი მომსახურებით სარგებლობას გადაწყვეტთ, მაშინ თქვენ თანხმობას აცხადებთ ამ პოლისით განსაზღვრული ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებაზე. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ, გამოიყენება მომსახურების მისაღებად და გასაუმჯობესებლად. ჩვენ არ გამოვიყენებთ და არ გავაზიარებთ მიღებულ ინფორმაციას ამ პოლისით განსაზღვრული წესების საწინააღმდეგოდ.
ტერმინებს, რომელიც გამოყენებულია ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც წესებსა და პირობებში.

ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება
მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ გარკვეული სახის პერსონალური ინფორმაციის მოწოდება, რითაც შევძლებთ თქვენს იდენტიფიცირებას. ეს მოიცავს, მაგრამ არ არის შეზღუდული სახელით, ტელეფონის ნომრით, დაბადების თარიღით, სქესით, შესყიდვის ინფორმაციით, გამოსახულებებით, საფოსტო ინდექსით, ფინანსური ინფორმაციით (რაც გულისხმობს თქვენი საკრედიტო ან სადებეტო ბარათის დეტალებს) და ა.შ. ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ გამოიყენება თქვენთან საკონტაქტოდ ან იდენტიფიცირებისათვის.
ჩვენ ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე, არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად და ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

შესვლის მონაცემები
ჩვენ გატყობინებთ, რომ ვებგვერდზე შესვლისას ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც აგზავნის თქვენი ბრაუზერი და მას ეწოდება შესვლის მონაცემები. ეს შეიძლება მოიცავდეს ისეთ ინფორმაციას, როგორიც არის თქვენი კომპიუტერის ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი, ბრაუზერის ვერსია, ჩვენი საიტის მონახულებული გვერდები, ამ გვერდებზე გატარებული დრო და სხვა სტატისტიკა.

მომსახურების მომწოდებელი
ჩვენ შეგვიძლია დავიქირაოთ მესამე პირი - კომპანიები ან ინდივიდები - შემდეგი მიზნებისათვის: მომსახურების გაუმჯობესება; მომსახურების გაწევა ჩვენი სახელით; მომსახურებასთან დაკავშირებული ქვე - მომსახურებები; მომსახურების ანალიზი.
ჩვენ გატყობინებთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ მხარეებს შესაძლებელია წვდომა ჰქონდეს თქვენ პერსონალურ მონაცემებთან. ეს განპირობებულია იმ ვალდებულებებით, რაც მათ  ჩვენ მიმართ აკისრიათ. თუმცა, ისინი ამასთანავე იღებენ ვალდებულებას არ გაავრცელონ ან გაამჟღავნონ ეს ინფორმაცია სხვა ნებისმიერი მიზნით.

უსაფრთხოება
ჩვენ ვაფასებთ თქვენს ნდობას, ამიტომ ვიყენებთ ყველანაირ საშუალებს მის დასაცავად. თუმცა გახსოვდეთ, რომ ინტერნეტით ინფორმაციის გაცვლისას არ არსებობს, ელექტრონული წარმოების მეთოდი, რომელიც 100% უსაფრთხო და სანდოა, ამიტომ ჩვენ ვერ გაძლევთ აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიას.

სხვა ვებგვერდის ბმულები
ჩვენი ვებგვერდი შეიძლება მოიცავდეს ბმულებს სხვა გვერდებზე გადასასვლელად. თუ თქვენ გამოიყენებთ მსგავს ბმულს, შესაბამის გვერდზე გადამისამართდებით.  დაიმახსოვრეთ, რომ მათი ფუნქციონირება არ გვეხება ჩვენ, ამიტომ გთხოვთ, გადახედოთ მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და შესაბამისად, პასუხს არ ვაგებთ სხვისი ვებგვერდის შემადგენლობაზე, პოლისებსა და პრაქტიკაზე.

ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
აღნიშნული კონფიდენციალურობის პოლიტიკა ექვემდებარება გადახედვას და შესაძლოა, შეიცვალოს, ამიტომ გირჩევთ პერიოდულად გადახედოთ მას. ჩვენ შეგატყობინებთ ცვლილების განხორციელების თაობაზე. ცვლილება, ანდა დამატება ძალაში შედის www.diogene.ge -ზე გამოქვეყნებისთანავე.

კონტაქტი
კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვების ან შემოთავაზებების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: sales@diogene.ge

+99532 2213321
sales@diogene.ge
ა. აფაქიძის #9