წელი

2013

„აქ და ახლა“ - წიგნი, რომელიც ორიგინალზე ადრე გამოიცა

2013 წელს ქართულ საგამომცემლო საქმეში ერთი უპრეცედენტო ამბავი მოხდა: პირველად საქართველოს ისტორიაში, ქართულად თარგმნილი წიგნი უფრო ადრე გამოიცა, ვიდრე დედანი, საიდანაც წიგნი ითარგმნა. თანამედროვეობის ორი გამორჩეული რომანისტის, პოლ ოსტერისა და ჯონ მაქსველ კუტზეეს 2008–2011 წლების მიმოწერის გამოცემის თარიღად ოფიციალურად 2013 წლის 7 მარტი იყო გამოცხადებული, ხოლო ქართულად წიგნი უკვე თებერვლის დასაწყისში გამოიცა. წიგნი ქართულად ქეთი ქანთარიამ და ირმა ტაველიძემ თარგმნეს. 2013 წლის თებერვალშივე გაიმართა წიგნის პრეზენტაცია გამომცემლობის წიგნების მაღაზიაში.

მოგვიანებით დედანზე ადრე გამოიცა „დიოგენეს“ კიდევ ერთი წიგნი - ჯულიან ბარნსის „დროის ხმაური“.