წელი
2004
პირველი პრემია „საბა“
„დიოგენეს“ ავტორები თუ მთარგმნელები არაერთხელ ყოფილან ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ლიტერატურული პრემიის „საბას“ ლაურეატები. „საბა“ 2003 წლიდან ტარდება, ხოლო ჩვენი გამომცემლობა პირველად 2004 წელს გახდა გამარჯვებული. სხვადასხვა წლებში პრემია არაერთ ნომინაციაში მოვიპოვეთ:
- 2004 წ - წლის საუკეთესო დებიუტი - თამარ ფხაკაძე, “სანამ დაგვიძახებენ”
- 2005 წ - წლის საუკეთესო დებიუტი - გელა ჩქვანავა, “კოლორიტები”
- 2009 წ - წლის საუკეთესო დებიუტი - ბაჩო კვირტია, "მატარებლის მოსვლამდე"
- 2010 წ - წლის საუკეთესო პროზაული კრებული - კოტე ჯანდიერი, "კონკიას ღამე"
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული - ზვიად რატიანი, "ნეგატივი"
- წლის საუკეთესო დებიუტი – მაკა ლდოკონენი, "ქიშმიშიანი ამბები"
- 2011 წ - წლის საუკეთესო დებიუტი - თამთა მელაშვილი, “გათვლა”
- წლის საუკეთესო კრიტიკა ნუგზარ მუზაშვილი, “გაქცევა ისტორიიდან”
- 2015 წ - წლის საუკეთესო თარგმანი - ხათუნა ცხადაძე „პრაღის სასაფლაო“
- 2017 წ - წლის საუკეთესო თარგმანი - ხათუნა ცხადაძე „ფუკოს ქანქარა“
- 2018 წ. წლის საუკეთესო თარგმანი - თამარ ჯაფარიძე „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი“