„რუკები“ - საბავშვო არამხატვრული წიგნის საუკეთესო ნიმუში
წელი

2017

„რუკები“ - საბავშვო არამხატვრული წიგნის საუკეთესო ნიმუში

ალექსანდრა და დანიელ მიზელინსკების „რუკები“ საერთაშორისო ბესტსელერი და ყველაზე პოპულარული საბავშვო შემეცნებითი წიგნია უნიკალური ილუსტრაციებით, რომელიც 2017 წელს გამოიცა კომპანია ჯეოსელის და პოლონეთის წიგნის ინსტიტუტის მხარდაჭერით. 

წიგნში 50-ამდე ქვეყნის და ყველა კონტინენტის 55 რუკაა მოცემული, რომელზეც ორიგინალური ილუსტრაციები ქვეყნების ღირსშესანიშნაობებს, ფლორასა და ფაუნას, ცნობილ მეცნიერებსა და ხელოვანებს და სხვა მრავალ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის მკითხველს.