პირველი საერთაშორისო „პენმარათონი“
წელი

2018

პირველი საერთაშორისო „პენმარათონი“

პირველი საერთაშორისო, ქართულ-გერმანული „პენმარათონი“ 20-21 ივნისს კახეთში, სასტუმრო კომპლექს „მაროშენში“ ჩატარდა.

კონკურსში მონაწილეობდა 23 ქართველი და გერმანულენოვანი კონკურსანტი. წლევანდელი პენმარათონის საკონკურსო თემა იყო ფრაზა-ეპიგრაფი „ჰამლეტიდან“: "სიცრუის ჩანგლით შენ დაიჭერ სიმართლის თევზსა".

პენმარათონი 2018“-ის დაჯილდოების ცერემონია  ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე „საქართველო - საპატიო სტუმარი

ქვეყნის“ პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო, ქართულ-გერმანულ ფორმატში ჩატარდა.
გამოვლინდა 3 ქართველი და 3 გერმანელი პრიზიორი.

ქართველი ავტორები:

  • I პრემია - 3000€ -ირმა მალაციძე
  • II პრემია - 2000€ -ალეკო შუღლაძე
  • III პრემია - 1000€ -მინდია არაბული

გერმანელი  ავტორები:

  • I პრემია - 3000€ -იანა ფოლკმანი
  • IIპრემია - 2000€ -სიმონა ჰარმაინეკე
  • III პრემია - 1000€ -სარა ბერგერი

გამოიცა საუკეთესო 10 მოთხრობისაგან შემდგარი ორენოვანი კრებული.