წელი
2002
პირველი „პენმარათონი“
„პენმარათონი“ ორიგინალური ფორმატის ლიტერატურული კონკურსია. მისი არსი ისაა, რომ მონაწილეებმა გარესამყაროსგან იზოლირებულად, შეზღუდული დროის განმავლობაში უნდა დაწერონ მხატვრული პროზის ნიმუში ჟიურის მიერ განსაზღვრული ამოცანის შესაბამისად.
პირველი „პენმარათონი“ 2002 წელს გაიმართა. მაშინ კონკურსმა განსაკუთრებული მისია იტვირთა და ქვეყნის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება მოახერხა. ისიც ნიშანდობლივია, რომ კონკურსის უნიკალური ფორმატი პოპულარული გახდა და სტიმული მისცა სხვადასხვა ორგანიზაციებს, რომ „პენმარათონს“ მიმსგავსებული ლიტერატურული კონკურსები ჩაეტარებინათ.
„პენმარათონების“ ქრონოლოგია და გეოგრაფია ასეთია:
- 2002 - თბილისი. კლუბი „100% Kotten”
- 2003 - ფოთი. გემი „კაპიტანი თავართქილაძე“
- 2004 - გონიოს ციხე
- 2005 - უფლისციხე
- 2007 - წინანდალი. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი.
- 2010 - საგურამო. ილიას სახლ-მუზეუმი.
- 2018 - კახეთი. სასტუმრო კომპლექსი „მაროშენი“ - პირველი საერთაშორისო, ქართულ-გერმანული „პენმარათონი“
- 2020 - პირველი ონლაინ-პენმარათონი
გაეცანით 2018 წლის „პენმარათონის“ საუკეთესო მოთხრობების კრებულს დიოგენეს წიგნების ონლაინ მაღაზიაში.