დაიწყო სერია „NONFICTION”
წელი

2022

დაიწყო სერია „NONFICTION”

სერია „NONFICTION“, როგორც სახელწოდებიდან ჩანს, არამხატვრულ ლიტერატურას აერთიანებს. სწორედ ეს მიმართულება იქნება გამომცემლობის ახალი პრიორიტეტი.

ცხადია, „დიოგენეს“ აქვს არამხატვრული ლიტერატურის გამოცემის გამოცდილება. ჩვენი პირველი წიგნი სულაც იუნგის „სიზმრები“ იყო, ბოლო სიახლეებიდან კი დარვინის „სახეობების წარმოშობის“ ხსენებაც კმარა. მიუხედავად ამისა, მსგავსი ლიტერატურის თარგმნა გამომცემლობის ძირითადი მიმართულება არასდროს ყოფილა. ჩვენი პრიორიტეტი იცვლება. უცვლელი მხოლოდ ის სითამამეა, რომლითაც 10 წლის წინ „დიოგენეს ბიბლიოთეკა“ და მანამდე უთარგმნელი მნიშვნელოვანი მწერლების გამოცემა დავიწყეთ.

ის, რაც სერია „NONFICTION“-ში შემავალ ძალზე განსხვავებულ ავტორებს აერთიანებს, მაძიებელი სული, ნააზრევის მასშტაბურობა და კარგად წერის უნარია.