
წელი
1995
დაარსდა გამომცემლობა „დიოგენე“
1995 წლის 24 ოქტომბერს „დიოგენე“ დააფუძნა ოთხმა ადამიანმა: თამარ ლებანიძემ, ოთარ ყარალაშვილმა, გია ქარჩხაძემ და ბაკურ სულაკაურმა. მალევე გამოიცა პირველი წიგნები, რომელთაგანაც გამორჩეული წარმატება და მკითხველთა მოწონება დაიმსახურა კარლ-გუსტავ იუნგის წიგნმა „ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები“. წიგნის პრეზენტაცია ჩატარდა რუსთაველზე, წიგნის მაღაზია „საუნჯეში“.