დაიწყო სერია „დიოგენეს ბიბლიოთეკა“
წელი

2012

დაიწყო სერია „დიოგენეს ბიბლიოთეკა“

გამომცემლობა „დიოგენე“ წარმოგიდგენთ წიგნების სერიას სახელწოდებით „დიოგენეს ბიბლიოთეკა“. ამ სერიაში გაერთიანებულია მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურა. „დიოგენეს ბიბლიოთეკის“ ავტორთა და ნაწარმოებთა დიდი ნაწილი პირველად გამოიცემა ქართულ ენაზე. სერიაში ბევრ ისეთ წიგნს შეხვდებით, რომლებსაც კრიტიკოსები აღმატებითი ეპითეტებით ახასიათებენ: ლეგენდარული, ეპოქალური, უმნიშვნელოვანესი... ჩვენ კი ასე ვიტყოდით - ძალიან კარგი წიგნები, რომლებსაც ნამდვილი მკითხველი დიდხანს ელოდა.
 
„დიოგენეს ბიბლიოთეკის” სერიით უკვე გამოვიდა ისეთ ავტორთა წიგნები, როგორებიც არიან იუკიო მიშიმა, ნ.ვ. გოგოლი, ჯოზეფ კონრადი, ბოჰუმილ ჰრაბალი, უმბერტო ეკო, სალმან რუშდი, მილან კუნდერა, მარგარეტ ეტვუდი და მრავალი სხვა.