
წელი
2014
ილიაუნის პრემია - ზაზა ჭილაძე „დროშები მტვერში“
ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსს რვაწლიანი ისტორია აქვს.
2010 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ხელი შეეწყო რომანის განვითარებისთვის საქართველოში და დააარსა 10000-ლარიანი პრემია საუკეთესო რომანისთვის.
2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ პრემია გაცემულიყო უცხოენოვანი რომანის საუკეთესო ქართული თარმანისთვის. გამოცხადდა კონკურსი, რომლის პირობების თანახმად 2010-2014 წლებში გამოცემული საუკეთესო თარგმანი უნდა გამოვლენილიყო.