ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის კონკურსი ახალგაზრდა მთარგმნელთათვის
წელი

2010

ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის კონკურსი ახალგაზრდა მთარგმნელთათვის

ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის კონკურსი ახალგაზრდა მთარგმნელთათვის 2010 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. კონკურსმა არაერთი ახალგაზრდა, ნიჭიერი და მონდომებული მთარგმნელი აღმოაჩინა. ბოლოს, 2020 წელს, კონკურსი „დიოგენემ“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად ჩაატარა და ის ვახუშტი კოტეტიშვილის დაბადებიდან 85 წელს მიეძღვნა. კონკურსის მხარდამჭერი იყო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. 

კონკურსი სამ ნომინაციაში ჩატარდა: პოეზია, მხატვრული პროზა, არამხატვრული ტექსტი (დოკუმენტური პროზა, ესეისტიკა, კრიტიკა, პუბლიცისტიკა) და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლო 20-დან 35 წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს. სულ ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსში მონაწილეობა 60-მა მონაწილემ მიიღო და მათგან სამივე ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდა, კონკურსის საუკეთესო თარგმანები კი პროექტის კრებულშიც შევიდა.