„ჩემს შვილს კითხვა ეზარება“ - მართალია? არა!

„ჩემს შვილს კითხვა ეზარება“ - მართალია? არა!

15.07.2024
3574

„ჩემს შვილს კითხვა ეზარება“ - მართალია? არა! 

აღმოაჩინე 3 წიგნი, რომლებსაც ბავშვი ამ ზაფხულს სიამოვნებით წაიკითხავს, ჩიჩინის და საყვედურის გარეშე. 
(მათ შესახებ მშობლების 95%-ს არ სმენია) 


 

გასაღვიძებელი ზღაპრები 


 

ისეთ ქურდს თუ იცნობ, თავის თავს რომ ჰპარავდეს ნივთებს?🤔 ან იქნებ კომპიუტერის კლავიშის ამბავი გაგიგონია, სახლიდან რომ გაიპარა, გულმოსული მიაბოტებდა და ფიქრობდა, არავის ვჭირდებიო?👀 დარწმუნებული ვარ, არც იმ ბიჭს იცნობ, სწავლისას თავი რომ  უდიდდებოდა და ბოლოს თავდაყირა გადიოდა დაფასთან ( ყურში  იმასაც გეტყვი, რომ აქ ბევრი ზღაპარია შეყვარებულ გოგო ბიჭებზე🤫  ). 

კიდევ ვის შეხვდები ზღაპრებში? 
სულელ უფლისწულს, დედაბერს, უკუღმა რომ იცვამდა ტანსაცმელს, საქმე წინ რომ წასვლოდა. ბავშვებს, გამოცდების წინ მეცადინეობის ნაცვლად უცნაურ ტყეში კარვებით რომ მიდიოდნენ, სადაც პანტა უცხო ენის სწავლაში ეხმარებოდათ, ველური კაკალი - გეოგრაფიის სწავლაში,🗺️ ნაძვის ქვეშ კი ხატვას იწყებდნენ. 🌲🎨 

ჰო, მართლა, ამ ზღაპრებს  წითელკაბიანი ქალი წერს. კაბა კი მთლიანად აჭრელებული აქვს მისამართებით. გაინტერესებს, რატომ? მაშინ გასაღვიძებელი ზღაპრები უნდა წაიკითხო! 

 

 წერილი ბოთლში 
 

 
ეს წიგნი განსაკუთრებით უხდება ზაფხულს, მოქმედება ხომ ზღვისპირა ლამაზ ქალაქში ხდება,🏖️ სადაც ფორთოხლის უმშვენიერეს ბაღებში🍊 ფუტკრები ბზუიან, 🐝ხოლო  მთელ ქალაქში ზღვისა და ევკალიპტების სასიამოვნო სურნელი დგას.   
🌊🐳🌳🌿 

 მარიამი უკაცრიელი კუნძულიდან გვწერს, თუ როგორ ცხოვრობდა ერთ დროს ამ  ქალაქში ჩვეულებრივი ბავშვის ცხოვრებით. დადიოდა სკოლაში, ჰყავდა საუკეთესო მეგობარი, შაბათ-კვირას კი მამა ცურვას ასწავლიდა და უყვებოდა, რომ, თუ კარგი მოცურავე დადგებოდა, ერთხელაც იპოვიდა  პატარა კუნძულს ნაპირთან ახლოს, მარწყვით მოფენილი მდელოთი და მოჩუხჩუხე ნაკადულით.   

წერილიდან გაიცნობ მარიამის სკოლელებს, კარგ და ცუდ მასწავლებლებს და გაიგებ იმასაც, რომ მის ქალაქს ერთი უცნაურობა სჭირდა: ხალხის ერთი ნაწილი ერთ ენაზე ლაპარაკობდა, მეორე - მეორეზე, ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ კი მესამე ენას იყენებდა, რომელიც ყველას ესმოდა. ერთ დღესაც მესამე ენა ყველას ავიწყდება და ქალაქში ქაოსი ისადგურებს. 

Წიგნს ახლავს ულამაზესი ილუსტრაციები და ისეთი სასიამოვნო წასაკითხია, რომ გული დაგწყდება დასრულებისას. 💔 

  

ქართული ზღაპრები  

  Სად დაიკარგნენ კომბლეს ცხვრები მოულოდნელად?🐏🐏  რისთვის მისცა წიქარამ პატარა ბიჭს ორი სალამური? Როგორ ჩაიგდებს ზარმაცი ნაცარქექია ხელში დევის სიმდიდრეს💰 ან რატომ შეარქმევენ მარილის მოსატანად წასულ კაცს მუჭანახევარას?  🧐 

9 ყველაზე ცნობილი ქართული ზღაპარი,📚  ფერად-ფერადი ილუსტრაციები და დიდი კომფორტული შრიფტი - ეს ყველაფერი ამ ზაფხულს ზღაპრულ სამყაროში შენს მოგზაურობას დაუვიწყარს  გახდის. 🚀