ახალი
გასაღვიძებელი ზღაპრები

გასაღვიძებელი ზღაპრები

რა მოხდება, თუ წარმოვიდგენთ, რომ შინაურმა და გარეულმა ცხოველებმა ადგილები გაცვალეს? ის, რაც ამ წიგნში წერია! მამლის მაგივრად ხალხს ბეჰემოთი გააღვიძებს, ძაღლის მაგივრად სახლს ყვავი უყარაულებს, ცხვარი და შეყვარებული გოგონა კაფეში ყავის დასალევად წავლენ, წითელკაბიანი ქალი კი ბავშვებს ყიყინა იხვით დაადგება თავზე და თავის მოგონილ, უცნაურზე უცნაურ ზღაპრებს მოუყვება - ამ ზღაპრებით არავინ იძინებს, ეს გასაღვიძებელი ზღაპრებია.