ნიკოლოზ მურღულია
ავტორი
ქართველი
ნიკოლოზ მურღულია (1982) – არქეოლოგიის აკადემიური დოქტორი. საველე და სალექციო კურსები გავლილი აქვს ლამპეტერისა (დიდი ბრიტანეთი) და კა ფოსკარის (ვენეცია, იტალია) უნივერსიტეტებში. არის საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ნოქალაქევის ქართულ-ინგლისური არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია კოლხეთისა და ეგრისის ისტორიისა და არქეოლოგიის საკითხებზე, ასევე რამდენიმე ნაშრომი საველე არქეოლოგიის თანამედროვე მეთოდიკებისა და გამოწვევების შესახებ. არის გამომცემლობა დიოგენეს XI-XII კლასების საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოებისა და დამხმარე რესურსების თანაავტორი.
2016 წლიდან ლექციებს კითხულობს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (მიწვეული ლექტორი, 2016-2021), ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა (მიწვეული ლექტორი, 2018 წლიდან - დღემდე) და საქართველოს უნივერსიტეტში (ასოცირებული პროფესორი, 2017 წლიდან დღემდე). არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური სექციის წევრი.