ბონდო კუპატაძე
ავტორი
ქართველი
ბონდო კუპატაძე (1974) ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი და სცენარისტია. დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1994 წლიდან მუშაობს თსუ-ში. სხვადასხვა წლებში გახლდათ ქართული დიპლომატიის ისტორიის ს/კ ცენტრის თანამშრომელი, ისტორიის ფაკულტეტის მასწავლებელი, დოცენტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, ასოცირებული პროფესორი. მონაწილეობდა შემდეგი გამოცემების მომზადებაში: "ქართული დიპლომატიური ლექსიკონი" (2 ტომი), "ივანე ჯავახიშვილი-ენციკლოპედიური ლექსიკონი", "ქართული საისტორიო ენციკლოპედიური ლექსიკონი". საქტელერადიო მაუწყებლობის 101-სერიიანი დოკუმენტური ფილმის "საქართველო-XX საუკუნე" სცენარის ავტორი და სამეცნიერო კონსულტანტი. პროდიუსერი და სცენარის ავტორი თურქეთის ქართველებსა და ქართულ ძეგლებზე შექმნილი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმებისა: "მზიანი ღამის ფერები" (2006) და "სამშობლოა ჩემი" (საერთაშორისო კინოფესტივალ "წმ. ანდრია ჯვარის" ლაურეატი, 2010); 2018-2020წწ. იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "ტაო-კლარჯეთის ქართული ციხე-სიმაგრეების" სამეცნიერო ხელმძღვანელი; 120 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მონაწილეობა აქვს მიღებული ათობით საერთაშორისო კონფერენციასა და სემინარში. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი. „დიოგენეს“ VIII, XI და XII კლასების ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოების თანაავტორი.