თამაზ ვასაძე
ავტორი
ქართველი
თამაზ ვასაძე (1957) მეცნიერი, ლიტერატურის კრიტიკოსი და ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი. 1979 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1984 წლიდან დღემდე მუშაობს ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. 1999–2005 წლებში იყო განათლების სისტემის რეფორმირების პროექტის -"ილია ჭავჭავაძე" კონსულტანტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" და ჟურნალ "არილში". 2012 წელს მიიღო პრემია „საგურამო“, ხოლო 2016 წელს პრემია „საბა“ ნომინაციაში „წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“.
არის სამეცნიერო ნაშრომების, ლიტერატურულ–კრიტიკული სტატიების და ესეების ავტორი. არის „დიოგენეს“ ქართული ენისა და ლიტერატურის X-XI-XII კლასების სახელმძღვანელოებისა და დამხმარე სახელმძღვანელოების ავტორი.