ლია თუშური

ლია თუშური

ავტორი

ქართველი

ფილოლოგი, ლიტერატურისმცოდნე. დაამთავრე თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1989 წლიდან მუშაობს სასკოლო სახელმძღვანელოებზე. სხვადასხვა წლებში მისი ავტორობითა და თანაავტორობით გამოცემულია ქართული ლიტერატურის V, VII, VIII, IX კლასების სახელმძღვანელოები. სხვადასხვა წლებში მუშაობდა არაქართულენოვანი სკოლის ქართული ენის სახელმძღვანელოებზე. წლების განმავლობაში იყო ერთ-ერთი არაქართულენოვანი სკოლის დირექტორი. პარალელურად მუშაობდა ბილინგვური სწავლების მოდელებზე არაქართულენოვან სკოლებში. ხელმძღვანელობდა მნიშვნელოვან საგანმანათლებლო თუ ინტეგრაციულ პროექტებს. ამ პერიოდში მისი ავტორობით გამოიცა არაქართულენოვანი სკოლის I-II-III-IV კლასების სახელმძღვანელოები.
ამჟამად არის ქართული სკოლის VII, VIII და X კლასების ქართულის გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორი.