
ქართული ენის გრამატიკა, სინტაქსი - სასკოლო კურსი
ქართული ენის გრამატიკის სასკოლო კურსი დამხმარე სახელმძღვანელოა იმ მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც სურთ, კარგად იცოდნენ მშობლიური ენის გრამატიკა.
ბოლო წლებში საქართველოს სკოლებში ქართული ენის გრამატიკისა და ლიტერატურის ინტეგრირებულმა სწავლებამ განაპირობა ის, რომ მოსწავლეებმა საფუძლიანად არ იციან გრამატიკა, რაც სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის მშობლიურ ენაზე წერითი და ზეპირი მეტყველების სრულყოფას, ასევე ართულებს უცხო ენის შესწავლას.
ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად შეიქმნა დამხმარე სახელმძღვანელო, რომელიც ორი წიგნისგან - მორფოლოგიისა და სინტაქსისაგან შედგება.
წიგნში განხილულია ქართული ენის სინტაქსის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, სქემებისა და თვალსაჩინოებების საშუალებით გაადვილებულია მათი ათვისება, მოცემულია საკითხის გასაანალიზებელი სავარჯიშოები, ცოდნის შესამოწმებელი ანალიტიკური კითხვები და ტესტები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების, მოსწავლეების, აბიტურიენტებისა და ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული პირებისათვის. იგი დახმარებას გაუწევს ყველას, ვისაც სურს, იცოდეს ქართული ენის გრამატიკა, წეროს და იმეტყველოს სწორი ქართულით.
წიგნის დეტალები
სათაური
ქართული ენის გრამატიკა, სინტაქსი - სასკოლო კურსი
ავტორ(ებ)ი
ISBN
9789941115332
გვერდების რაოდ.
190 გვერდი
ყდა
რბილი ყდა
კატეგორია
ქართული
წონა
0,321 კგ