ენოლა ჰოლმსი - ცაცია გოგონას საქმე
დედის საძებნელად შინიდან გაპარული ენოლა ჰოლმსი მსოფლიოში ყველაზე ცნობილ დეტექტივს — საკუთარ ძმას, შერლოკ ჰოლმსს — ემალება.
მაგრამ როცა შემთხვევით ნახშირით შესრულებული საიდუმლო ნახატების დასტას აღმოაჩენს, თავს ვერ ერევა და გადაწყვეტს, იპოვოს ამ თამამი, გულწრფელი ნახატების ავტორი — ლედი სესილი, რომელიც უკვალოდ გაუჩინარდა თავისი ოთახიდან.
ენოლა შუაღამის ლონდონის ბნელი ქუჩებისკენ მიემართება, სადაც მკვლელები და თაღლითები დაძრწიან. მას მოუწევს, გაშიფროს იდუმალი მინიშნებები — ფანჯარაზე მიდგმული კიბე, საეჭვო მზერის მქონე გამყიდველი, უცნაური პოლიტიკური ბროშურები… მაგრამ ლედი სესილის გადასარჩენად ენოლას, შეიძლება, იმაზე მეტის გამხელა მოუწიოს, ვიდრე უნდა.
ეს ნენსი სპრინგერის მეორე წიგნია სერიიდან „ენოლა ჰოლმსის უჩვეულო თავგადასავლები“.
ჩვენ კვლავ ვბრუნდებით ბნელ და ხიფათით სავსე ვიქტორიანულ ლონდონში, სადაც ყველაზე ჭკვიანი და გონებამახვილი გამომძიებელი გოგონაა, რომელსაც არაფრის არ ეშინია.