26%
ახალი

ტყუპთა ოინები
5,0 (1 ხმა)
338
კულულებიანი ახტაჯანა ლუიზა პალფი თვალებს არ უჯერებს, როდესაც საზაფხულო ბანაკში თავის ორეულს - კოხტანაწნავიან ლოტა კერნერს ხედავს.
გოგონები მალევე ხვდებიან, რომ ტყუპები არიან და არ ასვენებთ იმაზე ფიქრი, თუ რამ დააშორა ერთმანეთს მათი მშობლები. ამიტომ გადაწყვეტენ, გაცვალონ ტანსაცმელი, შეიცვალონ ვარცხნილობა და ყველაფერი თვითონ გაარკვიონ. ლოტა მამასთან ვენაში მიემგზავრება, ლუიზა კი - დედასთან მიუნხენში.
აქედან იწყება ლუიზასა და ლოტას სახალისო და დრამატული თავგადასავლები. სიტუაცია საბოლოოდ იძაბება, როდესაც ირკვევა, რომ მამა სულ მალე ერთი ახალგაზრდა ქალის ცოლად მოყვანას აპირებს!
ნუთუ ტყუპების მთელი ძალისხმევა - შეარიგონ მშობლები, წყალში ჩაიყრება?