რებეკა ფერმა "მზიანი ნაკადულიდან"
ათი წლის რებეკას ცხოვრება მოულოდნელად თავდაყირა დგება, როდესაც ღარიბი ფერმიდან საცხოვრებლად მდიდარ, მაგრამ მკაცრ დეიდებთან გადადის. წესრიგისა და დისციპლინის მოყვარული დეიდები მზად არიან, შვიდიდან ერთ დისშვილს კარგი განათლება მისცენ, მაგრამ თავზარი ეცემათ, როდესაც იგებენ, რომ მათთან დამჯერი და ჩუმი ჰანას ნაცვლად, ათასგვარი ოინების მომწყობი, „ველური არსება“, რებეკა გადმოდის.
კეთილი და მეოცნებე რებეკა, რომელიც სახლში დედას და მთელ ოჯახს ართობდა ცეკვით, სიმღერით და თეატრალური წარმოდგენებით, რივერბოროშიც მალევე ინადირებს გარშემომყოფთა გულებს. მაგრამ რა უნდა ქნას პატარა გოგომ, თუ ვერაფრით ეგუება დეიდა მირანდას მკაცრ წესებს, შეძლებს კი ამ მკაცრ სამყაროში თავისი მხიარული ბუნების შენარჩუნებას და ოცნებების ახდენას?