25%
ახალი
ენოლა ჰოლმსი - გაუჩინარებული მარკიზის საქმე

ენოლა ჰოლმსი - გაუჩინარებული მარკიზის საქმე

შერლოკ ჰოლმსს თავი სამყაროში უჭკვიანეს ადამიანად მიაჩნდა მანამ, სანამ მისი 14 წლის და არ გაუჩინარდა. 

არა, არა, ენოლა ჰოლმსი არავის გაუტაცია. აი ასე, უბრალოდ გაქრა, ზუსტად ისე, როგორც ამას ნამდვილი ჰოლმსი გააკეთებდა. ენოლა დაიღალა, „ლექციების" მოსმენით, თუ როგორ უნდა იქცეოდეს, იცვამდეს, დადიოდეს „ნამდვილი ლედი“. 

ჰოდა, სანამ ძმები თვლიან, რომ  თავიანთი ექსცენტრიკული დედა საკუთარი სურვილით წავიდა სახლიდან, ენოლა გადაწყვეტს, თავად გაერკვეს, სად გაუჩინარდა მისთვის ძვირფასი ადამიანი.

სანამ შერლოკი საქმეს თავისებურად იძიებს, ხოლო მაიკროფტი ცდილობს თავისი თავნება და პანსიონში გაისტუმროს, ენოლა ქვრივის ტანსაცმელს ირგებს, ახალ ვინაობას იძენს და ლონდონის ჯურღმულებისაკენ მიიპარება. 

დედის ძებნა კი ხიფათიანი გზის მხოლოდ დასაწყისია — მალე ის ახალგაზრდა მარკიზის საიდუმლო გატაცების საქმის შუაგულში აღმოჩნდება.

თუ გგონია, რომ პატარა გოგონების საქმე მხოლოდ ჩუმად ჯდომა და მორცხვად თავის ქნევაა, ენოლა ჰოლმსი დიდი სიამოვნებით დაგიმტკიცებს, რომ ძალიანაც ცდები.

ეს  წიგნი ენოლას პირველ უჩვეულო თავგადასავალს გაგაცნობთ. 
 

 

სრულად