ერიხ კესტნერი

ერიხ კესტნერი

ავტორი

უცხოელი

ერიხ კესტნერი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანელი საბავშვო მწერალია. იგი 1899 წელს დაიბადა დრეზდენში. 1945 წლიდან მიუნხენში ცხოვრობდა, სადაც 1974 წელს გარდაიცვალა კიდეც. ერიხ კესტნერის რომანები - "ემილი და დეტექტივები", "მფრინავი საკლასო ოთახი", "ორი ლოტხენი" და სხვა - წლების მანძილზე სხვადასხვა ენაზე ითარგმნებოდა. იგი ლექსებს, მოთხრობებსა და ნოველებსაც წერდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გერმანისტიკას სწავლობდა. კესტნერი მესამე რაიხში აკრძალული ავტორი იყო, მისი წიგნები დაწვეს.