ახალი
ისტორია - ტესტები ეროვნული გამოცდისათვის 2025

ისტორია - ტესტები ეროვნული გამოცდისათვის 2025

წინამდებარე კრებულში  თავმოყრილია  ისტორიის  ეროვნული საგამოცდო პროგრამის ტესტური დავალებები.  
ტესტები   აბიტურიენტებსა და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს დაეხმარება წლების განმავლობაში შეძენილი ცოდნის  განტკიცებასა და  გამეორებაში, დროის დაზოგვაში. 
დავალებები შედგენილია  ეროვნული გამოცდების მოთხოვნების შესაბამისად:
 

 

  • პირველი დავალებაა კითხვები მრავლობითი არჩევანით, ანუ სხვაგვარად არჩევითბოლოიანი ტესტი.
  • მესამე ტიპის დავალება ხუთ  ქულიანია. აქ აბიტურიენტმა კონკრეტული მოვლენის მიზეზსა და შედეგზე უნდა იმსჯელოს. გააანალიზონ უშუალო მონაწილეების გარდა, კიდევ ვისთვის იქნებოდა სასარგებლო ანდა პირიქით, საზიანო  ესა თუ ის მოვლენა.  ისტორიიდან მოიყვანოს მსგავსი მაგალითი.

მოცემული ტესტები შედგენილია „დიოგენეს“ მიერ გამოცემული  2025 წლის ისტორიის კონსპექტის მიხედვით. წიგნში გათვალისწინებული იქნება ყველა ის საკითხი/თემა, რომლებიც კონსპექტშია  შესული. ტესტების კრებულში ყოველი თავის მიხედვით წარმოდგენილი იქნება შესაბამისი დავალება, რომელთა საშუალებითაც აბიტურიენტი განიმტკიცებს ცოდნას და  მოემზადება ეროვნული გამოცდებისთვის.

კრებულის ბოლოს დართულია სწორი პასუხები, რათა მოსწვლემ თავად შეძლოს  შედეგების  შემოწმება. 
ტესტებით  დაინტერესდებიან:

  • აბიტურიენტები;
  • რეპეტიტორები;
  • საშუალო საფეხურის მოსწავლეები;
  • მასწავლებლები.

ტესტების    შემდგენელები -  მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პედაგოგები და არაერთი სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორები - ნატა ახმეტელი და ბესიკ  ლორთქიფანიძე მოსწავლეთა და მასწავლებელთა ფართო აუდიტორიისთვის კარგად არიან ცნობილი. 
 

სრულად