20%
ისტორია - ტესტები ეროვნული გამოცდებისთვის 2024

ისტორია - ტესტები ეროვნული გამოცდებისთვის 2024

2013, 2016 და 2023 წლებში გამომცემლობა ,,დიოგენემ'' გამოსცა ტესტების სამი კრებული ისტორიის ეროვნული გამოცდისთვის, რომელიც საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და ეროვნული გამოცდებისა და შეფასების ცენტრის მიერ შემუშავებული ისტორიის საგამოცდო პროგრამის მიხედვით იყო შედეგენილი. წინამდებარე ახალი გამოცემა 2023 წლის ისტორიის ეროვნული გამოცდის ფორმატის ანალოგიურია. კრებული შეიცავს ათ ტესტს. თითოეული ტესტი ოთხი სხვადასხვა დავალებისგან შედგება. 

დავალების პირველი ტიპი _ კითხვები პასუხების მრავლობითი არჩევნით _ 35 თითოქულიან კითხვას შეიცავს და, შესაბამისად, 35-ქულიანია. დავალებაში დასმულია კითხვა, რომელსაც ოთხი სავარაუდო პასუხი ახლავს. მათგან მხოლოდ ერთია სწორი. უნდა შემოხაზოთ სწორი პასუხი. 
მეორე დავალებაა 6-ქულიანია და რუკის ანალიზს წარმოადგენს. 
მესამე ტიპის დავალება ახალი ტიპისაა (5 ქულა). აქ აბიტურიენტმა კონკრეტული მოვლენის მიზეზებსა და შედეგებზე უნდა იმსჯელოს, უნდა გაანალიზოს უშუალო მონაწილეების გარდა, კიდევ ვისთვის იქნებოდა იგი სასარგებლო ანდა პირიქით, საზიანო. ასევე, ისტორიიდან გაიხსენოს ამის მსგავსი სხვა მოვლენა. 
დავალების მეოთხე ტიპია წერილობითი წყაროს ანალიზი, რომელიც მოითხოვს თანდართულ კითხვებზე პასუხის გაცემას (14 ქულა). 
ტესტების მაქსიმალური ქულათა მარაგი, ეროვნული გამოცდის ტესტის მსგავსად, 60 ქულას შეადგენს. Kკრებულის ბოლოს მოცემულია ზუსტი და სავარაუდო პასუხები. კრებული დაეხმარება XII კლასის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაში.

სრულად