დავით ლოსაბერიძე
ავტორი
ქართველი
დავით ლოსაბერიძე ისტორიის დოქტორია. იგი არის ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ექსპერტთა ჯგუფის წევრი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის გამგეობის თავმჯდომარე და კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი. განხორციელებული აქვს 200-ზე მეტი პროექტი სამოქალაქო განათლების, სამოქალაქო ინტეგრაციის, სახელმწიფო მოხელეთა მენეჯმენტის სისტემების და მედიის სფეროებში. ამავდროულად, დაწერილი და გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი ნაშრომი და 120-ზე მეტი სტატია. იგი მე-8 და მე-9 კლასების „მოქალაქეობის“ სახელმძღვანელოების ავტორია.