40%
პერიოდული სისტემა

პერიოდული სისტემა

ებრაული წარმოშობის იტალიელი პოეტი, მწერალი და ესეისტი პრიმო ლევი განათლებით ქიმიკოსი იყო. მას 1938 წელს ტურინის უნივერსიტეტში სწავლის მიტოვება მოუწია, როდესაც ფაშისტურმა ხელისუფლებამ ებრაელებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა აუკრძალა.

მწერალი მეორე მსოფლიო ომამდე სხვადასხვა ლაბორატორიაში მუშაობდა და ამავდროულად, ანტიფაშისტური ორგანიზაციის და პარტიზანული დაჯგუფების წევრიც იყო. 1943 წელს ის დააპატიმრეს, ხოლო 1944 წელს ოსვენციმში გადაიყვანეს, სადაც მან თითქმის ერთი წელი გაატარა.

1975 წელს გამოსული წიგნი „პერიოდული სისტემა“ 21 მოთხრობისგან შედგება და პროფესიით ქიმიკოსმა მწერალმა თითოეულ მოთხრობას ქიმიური ელემენტის სახელი უწოდა. ავტორი თავისი ‘’ქიმიური’’ თვალთახედვიდან სწავლობს ადამიანებსა და საგნებს, ამგვარადვე იღებს ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს და სამყაროსა და საკუთარი თავის ირონიულად აღქმას იწყებს. მოთხრობების უმეტესობა ავტობიოგრაფიულია და მოიცავს ლევის ოჯახის და წინაპრების ისტორიას, ახალგაზრდობის წლებს, მეორე მსოფლიო ომის პერიოდსა და ოსვენციმში ყოფნის დროს.

„პერიოდული სისტემა“ პრიმო ლევის პირველი წიგნია, რომელიც ქართულად გამოიცა.

სრულად

მსგავსი წიგნები