
განა ეს ადამიანია
იტალიური ლიტერატურის კლასიკოსის, პრიმო ლევის (1919 – 1987) „განა ეს ადამიანია“ აუშვიც-მონოვიცის ბანაკის შემაძრწუნებელ გამოცდილებას აღწერს. წიგნი 1947 წელს გამოიცა. ავტორს, ლიტერატურული გამოცდილების არმქონე 27 წლის ქიმიკოსს, არ დაუსახავს მიზნად, ვინმე განესაჯა: წერას, უპირველეს ყოვლისა, ტრავმის დაძლევის საშუალებად მიიჩნევდა. ლევიმ სცადა, გაეანალიზებინა, რად შეიძლება იქცეს ადამიანი უსასტიკესი სოციალური და ბიოლოგიური ექსპერიმენტის პირობებში, როდესაც ყველაფერს კარგავს – თავისუფლებას, მომავალს, მოგონებებს, სახელსაც კი და მკლავზე ამოშანთული ნომერი ყოველდღე შეახსენებს, რომ ის არავინაა.
„აუშვიცის გამოცდილება რომ არა, არასდროს არაფერს დავწერდი. მიზეზი არ მექნებოდა, მეწერა, არც არაფერი მიბიძგებდა საამისოდ: იტალიურში საშუალო მოსწავლე ვიყავი, ისტორიაში – სუსტი, უფრო ფიზიკა და ქიმია მაინტერესებდა და შემდეგ პროფესიად ქიმიკოსობა ავირჩიე, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო დაწერილი სიტყვის სამყაროსთან. ლაგერის გამოცდილებამ მაიძულა, მეწერა: სიზარმაცის დაძლევა არ დამჭირვებია, სტილის პრობლემები არ მადარდებდა, სასწაულებრივად მოვახერხე, ისე მეწერა, რომ ჩემი ყოველდღიური ხელობისთვის ერთი საათიც არ დამიკლია, მეჩვენებოდა, რომ ეს წიგნი თავში უკვე სრულიად მზად მედო, მხოლოდ ის მევალებოდა, გარეთ გამომეშვა და ქაღალდზე გადამეტანა“.
პრიმო ლევი
წიგნის დეტალები
სათაური
განა ეს ადამიანია
ავტორ(ებ)ი
მთარგმნელ(ებ)ი
სერიის დასახელება
დიოგენეს ბიბლიოთეკა
ISBN
9789941117251
ფორმატი
13.5 x 19.5 სმ.
გვერდების რაოდ.
240 გვერდი
ყდა
რბილი ყდა
კატეგორია
პროზა
წელი
2022
წონა
0,240 კგ