ნათია აბრამიშვილი
მთარგმნელი
ქართველი
ნათია აბრამიშვილი (1995) – 2018 წელს დაამთავრა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატი, ფილოლოგიის მიმართულებით, ხოლო 2021 წელს გახდა თსუ-ის იმავე ფაკულტეტის რომანული ფილოლოგიის მაგისტრი. 2016 წელს იყო სალერნოს უნივერსიტეტისა (იტალია) და თსუ-ის ორმხრივი შეთანხმების პროგრამის სტიპენდიატი. 2017 წელს იყო Erasmus+ სტიპენდიანტი ტუშას უნივერსიტეტში (იტალია). 2019-2020 წლებში 128-ე სკოლაში მუშაობდა იტალიური ენის პედაგოგად. 2021 წლიდან მუშაობს საერთაშორისო კომპანია FSP Global-ში, იტალიურენოვანი გუნდის წევრად. მისი სადებიუტო თარგმანი, პრიმო ლევის „პერიოდული სისტემა“, 2021 წელს გამოიცა „დიოგენეში“ და მოხვდა პრემია „საბას“ „საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის“ ნომინაციაში.