პრიმო ლევი
ავტორი
უცხოელი
პრიმო ლევი 1919 წელს ტურინში, ლიბერალური ღირებულებების მატარებელი პიემონტელი ებრაელების ოჯახში დაიბადა. კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მან ტურინის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. მართალია, ფაშისტური ხელისუფლების ბრძანებით, ებრაელ სტუდენტებს სახელმწიფო სკოლებსა და უნივერსიტეტში სწავლა აეკრძალათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ლევიმ 1941 წელს მაინც მოახერხა სწავლის წარჩინებით დასრულება. თუმცა, დიპლომში აღნიშნული იყო მწერლის ებრაული წამომავლობა. ამის შემდეგ იგი პატარა ქიმიურ ლაბორატორიებში მუშაობდა.
ამავე პერიოდში, იგი ანტიფაშისტურ ორგანიზაციაში „სამართლიანობა და თავისუფლება“ გაწევრიანდა და, ამავდროულად, პარტიზანულ ჯგუფშიც იყო. მალევე 23 წლის პრიმო ლევი დააპატიმრეს და ებრაელების ბანაკში უკრეს თავი. მის პირველ ავტობიოგრაფიულ თხზულებაში „განა ეს ადამიანია?“(1947 წ.) მწერალი სწორედ აუშვიცში მიღებულ გამოცდილებას გვიზიარებს.