რეკლამა და პრომოცია

რეკლამა და პრომოცია

ეს ცნობილი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო, რომელიც მრავალ ენაზეა ნათარგმნი და მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ სასწავლო პროცესში, ქართულად პირველად გამოიცა. ავტორები დარგის ცნობილი სპეციალისტები არიან, მოღვაწეობენ სან-დიეგოს უნივერსიტეტში და სხვადასხვა კომპანიას კონსულტაციებსაც უწევენ, რაც წიგნის აგებულებასა და შინაარსზეც აისახა.
 

წიგნში განხილულია ძირითადი მარკეტინგული საშუალებების - რეკლამის, პირდაპირი მარკეტინგის, ინტერაქტიული მედიის, გაყიდვის პრომოციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, პერსონალური გაყიდვის - წარმართვის უახლესი მეთოდები. ყოველი თავი შეიცავს ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ხედვის, IMC ტექნოლოგიების, გლობალური და ეთიკური ხედვის ჩანართებს. ამ ნაწილებში აღწერილია როგორც ბიზნესის, ისე რეკლამისა და პრომოციის სფეროში მოქმედი მსხვილი, საშუალო და მცირე კომპანიების მუშაობა; შესაძლებელი ხდება თეორიული დებულებების პრაქტიკაში გამოყენების (თუ არგამოყენების) შედეგების აღქმა და გაანალიზება.
 

სრულად

წიგნის დეტალები

სათაური

რეკლამა და პრომოცია

ISBN

9789941114557

ფორმატი

19.5 x 27.5 სმ.

გვერდების რაოდ.

856 გვერდი

ყდა

რბილი ყდა

კატეგორია

არამხატვრული ლიტერატურა

წონა

1,840 კგ