მაია გოგოლაძე

მაია გოგოლაძე

მთარგმნელი

ქართველი

მაია გოგოლაძე (1963) – ჟურნალისტი, მთარგმნელი, ლექტორი, ავტორი. 1986 წელს დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 2003-2008 წლებში სწავლობდა მიუნსტერის ვესფალენის ვილჰელმ უნივერსიტეტში, სადაც მიიღო მაგისტრის ხარისხი კომუნიკაციისმცოდნეობაში, პოლიტოლოგიასა და ფსიქოლოგიაში.
სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთებში „თბილისი“, „სამშობლო“ და ა.შ. იყო გაზეთ „7 დღის“ დამფუძნებელი და თანარედაქტორი. 
ამჟამად მუშაობს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა „გამომძიებელი რეპორტიორის“ თანაავტორად და აღმასრულებელ პროდიუსერად. 
წერს რომანებსა და ნოველებს. თარგმნის ინგლისურიდან და გერმანულიდან.