
შევეგუებით
თანამედროვე ირანელი მწერალი ქალის, ზოია ფირზადის წიგნში გაერთიანებულია რომანი ”შევეგუებით” - რომანი, რომელიც გამოსვლისთანავე არნახულად პოპულარული გახდა და რვა წლის განმავლობაში ოცდაექვსჯერ დაიბეჭდა - და მოთხრობები.
მწერლის შემოქმედებაში ორი საკითხია წამყვანი: გენდერული (რომლის საინტერესო და ორიგინალურ გააზრებას გვთავაზობს რომანი ”შევეგუებით”) და სხვადასხვა კონფესიის თანაარსებობა ისლამურ რესპუბლიკაში (რომლის ღრმა და დელიკატურ ასახვასაც წარმოადგენს სამი მოთხრობა საერთო სათაურით ”აღდგომამდე ერთი დღე რჩება”).
ძნელად მოიძებნება წიგნი, რომელიც ასე ზუსტად და დეტალურად ხატავს თეირანსა და თეირანელების ყოფა-ცხოვრებას, ამ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ჩვევებსა და მიღებულ ქცევებს.
წიგნის დეტალები
სათაური
შევეგუებით
ავტორ(ებ)ი
მთარგმნელ(ებ)ი
ISBN
97899411140691
გვერდების რაოდ.
522 გვერდი
ყდა
რბილი ყდა
კატეგორია
პროზა
წონა
0,435 კგ