ია კოროშინაძე
მთარგმნელი
ქართველი
ია კოროშინაძე - 2001 წ. დაამთავრა ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია, 2005 წ. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასპირანტურა განხრით „ინფექციური სნეულებანი“. 2005 წლიდან დღემდე მუშაობს სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრში „ნეპტუნი“. პროფესიული საქმიანობის პარალელურად, თარგმნის საბავშვო და მხატვრულ ლიტერატურას. „დიოგენეში“ ნათარგმნი აქვს: პამელა ტრევერსი - „მერი პოპინსი კარს აღებს“, „მერი პოპინსი პარკში“, „მერი პოპინსი და სახლი მეზობლად“, „მერი პოპინსი ალუბლების ქუჩაზე“, „მერი პოპინსი სამზარეულოში“, „მერი პოპინსი A-დან Z-მდე“. ასევე, ნათარგმნი აქვს ჯეიმს მ. ბარის „პიტერ პენი“, ლუსი მოდ მონდგომერის „ენი მწვანე მეზონინებიანი სახლიდან“, ფრენსის ჰოდსონ ბერნეტის „პატარა პრინცესა“ და „იდუმალი ბაღი“ და ა.შ.
არის რამდენიმე პოეტური კრებულის რედაქტორი.