
დარეჯან კიკოლიაშვილი
მთარგმნელი
ქართველი
დარეჯან კიკოლიაშვილი - 1983 წელს დაამთავრა ილია ჭვჭვაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტის ფრანგული ენის ფაკულტეტი და მეორადი პროფესიების მხატვრული თარგმანის განყოფილება.
ასწავლიდა ფრანგულ ენას თბილისის საულიერო აკადემიასა და სემინარიაში 1989-1994 წლებში, იტალიურ ენას - თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში 1998-2005 წლებში.
2015 წლიდან თანამშრომლობს ლიტერატურულ ჟურნალ "არილთან" და გამომცემლობა "დიოგენესთან". თარგმნა უმბერტო ეკოს ესეები, მისი უკანასკნელი რომანი "საცდელი ნომერი", იტალო კალვინოს "უხილავი ქალაქები", პრიმო ლევის "განა ეს ადამიანია".