მაია ბადრიძე
მთარგმნელი
ქართველი
მაია ბადრიძე - დაამთავრა თსუ-ის დასავლეთ ევროპის ენების და ლიტერატურის ფაკულტეტი. 2008 წელს მუზილის „უთვისებო კაცის“ თარგმანისათვის მიიღო პრემია „გალა“. 2019 წელს მიენიჭა ავსტრიის სახელმწიფო პრემია ავსტრიული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. აღსანიშნავია, რომ მას საუკეთესო თარგმანის ნომინაციაში ოთხჯერ გადაეცა ავსტრიის კანცლერის პრემია.
გამოქვეყნებული თარგმანები: გ. მარგველაშვილი "მუცალი", რ. მუზილი "უთვისებო კაცი", კ.გ. იუნგი "ფსიქოლოგია და ალქიმია”, კ.გ. იუნგი "ფსიქოლოგია და რელიგია", "პასუხი იობს", კ.გ. იუნგი "მეტამორფოზის სიმბოლოები", ჰ. ბროხი „მთვარეულები“, ქ. რანსმაირი "უკანასკნელი სამყარო" და ა.შ.