
მინოტავრი. დავალება
შვეიცარიელი მწერალი ფრიდრიხ დიურენმატი (1921-1990), უპირველეს ყოვლისა, ცნობილია, როგორც ფსიქოლოგიური დეტექტივის დიდოსტატი. წიგნი დიურენმატის ორ ნაწარმოებს აერთიანებს.
დრამატული ბალადა „მინოტავრი“ არის სევდიანი ამბავი ურჩხულზე, რომელიც მინის კედლებიან ლაბირინთში გამოკეტეს და რომელიც ცდილობს, გარშემო არეკლილ უთვალავ ორეულთან დაამყაროს ურთიერთობა.
„დავალება, ანუ დამკვირვებლების დამკვირვებლის დაკვირვება“ ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური დეტექტივია, სადაც სიუჟეტი უცნაური შემთხვევითობებისა და გასაოცარი დამთხვევების ფონზე ვითარდება. ამ სამყაროში არავინ არავის ენდობა. აქ ყველა ყველას და ყველაფერს აკვირდება. იმარჯვებს ის, ვინც ცდილობს, ძალადობის, ტყუილის, საზოგადოებრივი აზრით მანიპულაციის მექანიზმის ახსნას, ვინც მოვლენების კულისებში იხედება და მათ იდუმალების ნიმბს აშორებს.
წიგნის დეტალები
სათაური
მინოტავრი. დავალება
ავტორ(ებ)ი
მთარგმნელ(ებ)ი
სერიის დასახელება
ET CETERA
ISBN
9789941115707
ფორმატი
13.5 x 19.5 სმ.
გვერდების რაოდ.
102 გვერდი
ყდა
რბილი ყდა
კატეგორია
პროზა
წონა
0,097 კგ