ვუთხრათ სიცოცხლეს ,,დიახ"!

ვუთხრათ სიცოცხლეს ,,დიახ"!

„...მოათრევენ თორმეტი წლის ბიჭს, რომლისთვისაც ბანაკში ფეხსაცმელი არ მოიძებნა და ამიტომ იძულებული იყო, საათობით მდგარიყო ფეხშიშველი თოვლში მოედანზე, მერე კი სიცივეში ემუშავა; ფეხის თითები მოჰყინვია და ამბულატორიის ექიმი გაშავებულ მოყინულ თითებს პინცეტით აძრობს. ტყვე ამ ყველაფერს უყურებს და ზიზღის, შიშის, თანაგრძნობისა და აღშფოთების განცდის უნარი დაჰკარგვია. ბანაკში ყოფნის რამდენიმე კვირის მანძილზე იმდენი გატანჯული ადამიანი, ავადმყოფი, მომაკვდავი და მკვდარი ნახა, რომ ჩვეულებრივ სანახაობად ქცეული ეს სცენა აღარ აღელვებს“.
ამ წიგნის ავტორმა სამი წლის მანძილზე ოთხი საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეობა გამოსცადა. 37 წლის ვიქტორ ფრანკლს იქ მოხვედრისას უკვე დიდი გამოცდილება ჰქონდა ფსიქიატრიასა და ნევროლოგიაში. სწორედ ამ გამოცდილების პრიზმაში ხედავს იგი ბანაკის ყოფას. „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“!“ (1946), წიგნი, რომელიც ბანაკს თავდაღწეულმა ავტორმა ცხრა დღეში დაწერა, „სიცოცხლის მეორე ნაპირიდან“ მომზირალი ადამიანების ფსიქოლოგიას აღწერს.
ვიქტორ ფრანკლი (1905 – 1997), ავსტრიელი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, ლოგოთერაპიის ფუძემდებელია. ლოგოთერაპია ვენური ფსიქოთერაპიის „მესამე სკოლაა“ (პირველი და მეორე ფროიდსა და ადლერს გულისხმობს). ფრანკლი თვლიდა, რომ პიროვნების უმთავრესი მოტივაცია ცხოვრების საზრისის ძიებაა, ფსიქოთერაპიის ამოცანა კი ამ საზრისის პოვნაში დახმარებაა. 
 

წიგნის დეტალები

სათაური

ვუთხრათ სიცოცხლეს ,,დიახ"!

ავტორ(ებ)ი

მთარგმნელ(ებ)ი

სერიის დასახელება

NONFICTION

ISBN

9789941117473

ფორმატი

13.5 x 19.5 სმ.

გვერდების რაოდ.

160 გვერდი

ყდა

რბილი ყდა

კატეგორია

არამხატვრული ლიტერატურა

წელი

2022

წონა

0,185 კგ