გია ჭუმბურიძე

გია ჭუმბურიძე

მთარგმნელი

ქართველი

გია ჭუმბურიძე (1951) - მთარგმნელი, დამოუკიდებელი რედაქტორი. დაამთავრა თსუ-ის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1975-1990წწ. იყო მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობათა კოლეგიის უფროსი რედაქტორი; 1990-1992წწ. საქართველოს მთარგმნელთა ასოციაციის რედაქტორ-კონსულტანტი; 1993-1996წწ. CIPDD -ს გამოცემების მთავარი რედაქტორი; 2001-2003წწ. ალმანახ CaucasUS-ის ქართულ-ამერიკული პროექტის გამოცემის რედაქტორი; 1995-2006წწ. ინგლისურენოვანი ჟურნალ Georgia Profile-ის მთავარი რედაქტორი.
არის ავტორი თარგმანებისა: „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“, „მსოფლიოს ისტორია 10 ½ კარად“, „ნაწვიმარზე“ (ზაზა ჭილაძესთან ერთად), „მე, კლავდიუსი“ (ზაზა ჭილაძესთან ერთად), „ომის წილი სინათლე“ და ა.შ.