61%
კიმი

კიმი

პატარა, ობოლი კიმბოლ ო’ჰარა - მეტსახელად „ქვეყნიერების ძმაბიჭი“ - ინდოეთის ქალაქ ლაჰორში ცხოვრობს. იქაური ბაზრის ბიჭბუჭობაში არც გამოირჩევა, შავტუხაა და მეტწილად ადგილობრივ კილოკავზე უქცევს, თუმცა თეთრკანიანია - ირლანდიელ ფეხოსანთა ლეგიონის მედროშის შვილი. კიმი ტიბეტელ ლამას უმეგობრდება და მასთან ერთად გასწევს სახეტიალოდ. მალე კი გამჭრიახი და ენამოსწრებული პატარა ბიჭი „დიდი თამაშის“ მონაწილე ხდება, თამაშისა, რომელშიც ჩაბმულები არიან ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური და რუსეთის იმპერიის ჯაშუშები.

„კიმი“ თაღლითური და ჯაშუშური რომანის ნაზავია. ეს წიგნი 1901 წელს გამოიცა და ლიტერატურის დარგში პირველი ინგლისელი ნობელიანტის, რადიარდ კიპლინგის (1865-1936) საუკეთესო რომანად ითვლება.