
ნიღბის აღსარება
იაპონელი მწერლის, იუკიო მიშიმას (1925-1970) რომანმა „ნიღბის აღსარება“ გამოსვლისთანავე საყოველთაო აღიარება მოუტანა 24 წლის ავტორს. ამ სანახევროდ ავტობიოგრაფიულ წიგნში თავგზააბნეული ახალგაზრდა კაცის ფარული მისწრაფებების კვლევას დროდადრო სადომაზოხისტური ფანტაზიები ენაცვლება.
განსაკუთრებული მგრძნობელობით გამორჩეულ მთხრობელს ნიღბების ცვლა შესანიშნავად გამოსდის და ერთგვარად ეხმარება კიდეც - დარჩეს ბოლომდე გულწრფელი, თვალი გაუსწოროს ძნელად გასააზრებელ სიმართლეს. ძალადობა, სხვადასხვა სახით გამოვლენილი სექსუალობა, ადრეულ ასაკში სიკვდილის გამძაფრებული წყურვილი - ამ წიგნში იუკიო მიშიმასთვის მნიშვნელოვან ისეთ თემებს ვხვდებით, რომლებსაც მოგვიანებით დაწერილ რომანებში იგი არაერთხელ დაუბრუნდება.
„ნიღბის აღსარება“ მწერლის მეორე რომანია, რომელიც ქართულად ითარგმნა. „დიოგენეს“ ასევე გამოცემული აქვს იუკიო მიშიმას „ოქროს ტაძარი“.
წიგნის დეტალები
სათაური
ნიღბის აღსარება
ავტორ(ებ)ი
მთარგმნელ(ებ)ი
სერიის დასახელება
დიოგენეს ბიბლიოთეკა
ISBN
9789941115745,
ფორმატი
13.5 x 19.5 სმ.
გვერდების რაოდ.
170 გვერდი
ყდა
რბილი ყდა
კატეგორია
პროზა
წონა
0,152 კგ