თათია მემარნიშვილი
მთარგმნელი
ქართველი
თათია მემარნიშვილი (1984) - მთარგმნელი. 2007 წელს დაამთავრა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის იაპონური ენისა და კულტურის ფაკულტეტი და გახდა აღმოსავლეთმცოდნე ფილოლოგიის მაგისტრი. 2009 წლიდან თსუ-ში იაპონურ ენას ასწავლის. არის იაპონური ფონდის მიერ სერტიფიცირებული ენის პედაგოგი. იაპონური ენის გარდა იცის რუსული, ინგლისური, გერმანული და პორტუგალიური ენები. სტუდენტობაში იაპონურმა ლიტერატურამ გაიტაცა, განსაკუთრებით კი ჯუნიჩირო ტანიძაკისა და კავაბატა იასუნარის შემოქმედებამ. 2018 წელს პირველად ბედი თარგმანშიც სცადა. პირველი წიგნი იუკიო მიშიმას „ ნიღბის აღსარება“ გამოდგა, რომელიც 2019 წელს ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ფინალისტებს შორის მოხვდა.