ფრიდრიხ დიურენმატი
ავტორი
უცხოელი
შვეიცარიელი მწერალი და დრამატურგი. დაიბადა 1921 წელს პროტესტანტი პასტორის ოჯახში. მისი ბაბუა კონსერვატორი პოლიტიკოსი იყო. დიურენმატმა 1941 წელს ციურიხის უნივერსიტეტში ფილოსოფიისა და გერმანული ენისა და ლიტერატურის სწავლა გადაწყვიტა, თუმცა ერთი სემესტრის შემდეგ ბერნის უნივერსიტეტეში გადაინაცვლა. ბოლოს კი, აკადემიური კარიერა მიატოვა და გადაწყვიტა მწერალი და დრამატურგი გამხდარიყო. თავისი პირველი პიესა 1945-46 წლებში დაწერა. მისი პიესები მდიდარია მეორე მსოფლიო ომის გამოცდილებებით. ამ პოლიტიკურად აქტიური ავტორის ლიტერატურული ნაწარმოებები ცნობილია თავისი ავანგარდულობითა და ფილოსოფიურად ღრმა, კრიმინალური ნოველებით.