
ბნელი კოშკი 3 (უნაყოფო მიწები I)
„ბნელი კოშკის“ მესამე ნაწილი, „უნაყოფო მიწები“, წინამორბედი წიგნების მსგავსად, ჟანრული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ სტივენ კინგი, სათავგადასავლო მოტივების გარდა, საინტერესო ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიურ პლასტებს გვთავაზობს.
წიგნი იწყება მეორე ნაწილში, „სამის გამორჩევაში“ აღწერილი მოვლენებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ და მოგვითხრობს სამყაროს უკანასკნელი მსროლელის, როლანდის ახალი „კა-ტეტის“ (მისი ერთგული მეგობრების ჯგუფის) საბოლოო ჩამოყალიბებისა და მათი ხანგრძლივი ერთობლივი ლაშქრობის ამბებს „ადგილიდან დაძრულ სამყაროში“, რომელიც ძალიან „მოგვაგონებს“ პოსტაპოკალიპსურ სამყაროს, სადაც მაგია მძლავრობს...”სამის გამორჩევა” ციკლის მეორე წიგნია. პირველი წიგნის, ”მსროლელის”, ბოლოს შავსამოსიანი კაცი როლანდს ტაროს კარტით უმკითხავებს და მომავალს უწინასწარმეტყველებს. იგი როლანდს ყურადღებას სამ უჩვეულო კარტზე - ”პატიმარზე”, ”ჩრდილების ქალბატონზე” და ”სიკვდილზე” ამახვილებინებს. ”სამის გამორჩევა” სწორედ ამ წინასწარმეტყველების ახდენაზე მოგვითხრობს - როლანდის მეორე ნაბიჯზე კოშკის ძიების რთულსა და ხიფათით სავსე გზაზე.
წიგნის დეტალები
სათაური
ბნელი კოშკი 3 (უნაყოფო მიწები I)
ავტორ(ებ)ი
მთარგმნელ(ებ)ი
ISBN
9789941114953
ფორმატი
13.5 x 19.5 სმ.
გვერდების რაოდ.
330 გვერდი
ყდა
რბილი ყდა
კატეგორია
პროზა
წონა
0,286 კგ