ბნელი კოშკი 2 (სამის გამორჩევა)

ბნელი კოშკი 2 (სამის გამორჩევა)

ამერიკელი მწერლის, სტივენ კინგის რომანების ციკლი ”ბნელი კოშკი” ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკის, ჰორორის, ვესტერნისა და, გარკვეულწილად, მელოდრამის წარმატებული ნაზავია, რის გამოც მან იმთავითვე დიდი პოპულარობა მოიპოვა ამ ჟანრების მოყვარულთა შორის. ნაწარმოებში მოთხრობილია მსროლელ როლანდ დისქეინის თავგადასავალი, რომელიც მას ბნელი კოშკის ძიების გზაზე გადახდება, თავად ბნელი კოშკი კი როლანდს ყველა სამყაროს შემაკავშირებელ ღერძად ესახება, რომელმაც ისინი ნგრევისა და ქაოსისაგან უნდა იხსნას.

 

”სამის გამორჩევა” ციკლის მეორე წიგნია. პირველი წიგნის, ”მსროლელის”, ბოლოს შავსამოსიანი კაცი როლანდს ტაროს კარტით უმკითხავებს და მომავალს უწინასწარმეტყველებს. იგი როლანდს ყურადღებას სამ უჩვეულო კარტზე - ”პატიმარზე”, ”ჩრდილების ქალბატონზე” და ”სიკვდილზე” ამახვილებინებს. ”სამის გამორჩევა” სწორედ ამ წინასწარმეტყველების ახდენაზე მოგვითხრობს - როლანდის მეორე ნაბიჯზე კოშკის ძიების რთულსა და ხიფათით სავსე გზაზე.

წიგნის დეტალები

სათაური

ბნელი კოშკი 2 (სამის გამორჩევა)

ავტორ(ებ)ი

მთარგმნელ(ებ)ი

ISBN

9789941114885

ფორმატი

13.5 x 19.5 სმ.

გვერდების რაოდ.

510 გვერდი

ყდა

რბილი ყდა

კატეგორია

პროზა

წონა

0,429 კგ