ნიკა სამუშია
მთარგმნელი
ქართველი
ნიკა სამუშია (26 მაისი, 1986) - თანამედროვე ქართველი მთარგმნელი, ცხოვრობს თბილისში. სხვადასხვა ქართული გამომცემლობისთვის ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის, სტივენ კინგის, უილიამ ს. ბეროუზის, ჩაკ პალანიკის, დევიდ მიჩელის, ურსულა ლე გუინის, ფილიპ პულმანის, თომას კენილის, იუვალ ნოახ ჰარარის, საიმონ სებაგ მონტეფიორეს და სხვა ცნობილი ავტორების ოცდაათზე მეტი რომანი, მოთხრობა და არამხატვრული ლიტერატურული ნაწარმოები.
მის მიერ თარგმნილი ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო“, ჩაკ პალანიკის „მებრძოლთა კლუბი“, სტივენ კინგის „უნაყოფო მიწები“ და ლინდა ვუდჰედის „ქრისტიანობა: ძალიან მოკლე შესავალი“ სხვადასხვა წლებში ლიტერატურული პრემიების, „გალას“, „საბას“ და „ლიტერას“, ფინალისტთა შორის იყო საუკეთესო თარგმანისა და საუკეთესო ჰუმანიტარულ-სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის თარგმანის კატეგორიებში.