ჯოზეფ ანტონი

ჯოზეფ ანტონი

1989 წლის 14 თებერვალს, ვალენტინობა დღეს, სალმან რუშდის BBC-ის რეპორტიორმა დაურეკა და ამცნო: აიათოლა ჰომეინიმ სიკვდილი მოგისაჯათო... სწორედ მაშინ გაიგო პირველად მწერალმა სიტყვა ”ფათვა”. ბრალად იმას სდებდნენ, შენი რომანი ”ეშმაკეული აიები” ისლამის, წინასწარმეტყველისა და ყურანის წინააღმდეგაა მიმართულიო. ისე გამოდიოდა, თითქოს საკუთარი ნებით კი არ დაეწერა რაღაც წიგნი, თვით შაითანის ნაკარნახევი აიები გადაეტანა ფურცელზე!

აი, ასე იწყება ლამის დაუჯერებელი ამბავი იმის შესახებ, როგორ იქცა მწერალი კაცი დევნილად საკუთარ ქვეყანაში; მდევნელთაგან დასამალად კი იძულებული ხდებოდა მუდმივად ეცვალა ადგილსამყოფელი, ერთთავად პოლიციის დაცვის ქვეშ ყოფილიყო და ისიც კი მოსთხოვეს, ეგებ ფსევდონიმი შეგერჩიაო. მანაც საყვარელი მწერლები გაიხსენა და არჩევანი კონრადსა და ჩეხოვზე შეაჩერა - ასე მოევლინა ქვეყანას ჯოზეფ ანტონი.
ამ წიგნში სალმან რუშდი პირველად ყვება სიტყვის თავისუფლებისათვის გადატანილი რთული ბრძოლის ყველა წვრილმანს - როგორ ცხოვრობდა პოლიციელებთან ერთად ერთ ჭერქვეშ, როგორ ცდილობდა მთავრობის მხრიდან თანადგომისა და გაგებისათვის მიეღწია, რა ურთიერთობა ჰქონდა სპეცსამსახურებთან, გამომცემლობებთან, ჟურნალისტებთან თუ თანამოკალმეებთან, როგორ მოახერხა კვლავ მოეპოვებინა თავისუფლება...
 

წიგნის დეტალები

სათაური

ჯოზეფ ანტონი

ავტორ(ებ)ი

სერიის დასახელება

დიოგენეს ბიბლიოთეკა

ISBN

9789941114731

ფორმატი

13.5 x 19.5 სმ.

გვერდების რაოდ.

846 გვერდი

ყდა

რბილი ყდა

კატეგორია

პროზა

არამხატვრული ლიტერატურა

წონა

0,700 კგ