ზაზა ჭილაძე

ზაზა ჭილაძე

მთარგმნელი

ქართველი

ზაზა ჭილაძე (1956) – 1978 წელს დაამთავრა თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1980-92 წლებში მუშაობდა საქართველოს მთარგმნელობით კოლეგიაში. 2007-13 წელს მუშაობდა „საქართველოს უნივერსიტეტის“ მთარგმნელობით ბიუროში. ნათარგმნი აქვს მ. ტვენის, ჯ. სვიფტის, ჯ. ბარნსის, უ. ფოლკნერის და სხვათა ნაწარმოებები.
2013 წელს მიენიჭა „საბა“. 2014 წელს მიიღო „ილიაუნის ლიტერატურული პრემია“ უ.ფოლკნერის რომანის „დროშები მტვერში“(„დიოგენე“) თარგმანისათვის. 2019 წელს მიენიჭა საგურამოს პრემია, ხოლო 2020 წელს ი. გოგებაშვილის პრემია და „ლიტერა“.